იხილეთ ჩვენი ახალი საიტი

ვაკანსია - უკონტაქტო სივრცის კონსულტანტი

SPACE CARGO უკვე 10 წელია უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის ტვირთის

ტრანსპორტირებას მსოფლიოს სხავდასხვა წერტილიდან საქართველოში, ქართველ მეწარმეებს კი

საექსპორტო პროდუქციის საიმედო ტრანსპორტირებაში ვეხმარებით.

დღეისათვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში 7 საწყობი გვაქვს და ამანათების ტრანსპორტირებას

ვახორციელებთ: ჩინეთიდან, ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, დუბაიდან,

თურქეთიდან და ჰონგ-კონგიდან.

ვეძებთ კანდიდატებს შემდეგ პოზიციაზე: უკონტაქტო სივრცის კონსულტანტი

სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, ალ. ყაბეგის 30ა.

სამუშო გრაფიკი 11:00-დან 18:30-მდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :

● მომხმარებლებისათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა;

● სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;

● მომხმარებლების გადაამისამართება საჭიროების შესაბამისად;

საკვალიფიაკციო მოთხოვნები:

● საბაზისო საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;

● გუნდური მუშაობის უნარი;

● ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

● ქართული ენა გამართულად (სასურველია საბაზისო დონის ინგლისური და რუსული ენების

ცოდნა)

თუ თვლით,რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს,

გადმოგვიგზავენთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@spacecargo.ge

გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - უკონტაქტო სივრცის

კონსულტანტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას

ჩვენი პარტნიორები